უვიზო რეჟიმი

ჰანი: ვიმედოვნებ, საქართველო უვიზო მიმოსვლას 2016 წელს მიიღებს

AFP

ევროკავშირის კომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანმა, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოს, უკრაინისა და კოსოვოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილებაღაა დარჩენილი. ჰანი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო, უკრაინა და კოსოვო უვიზო რეჟიმს 2016 წელს მიიღებენ, რადგან მათ თავიანთი საქმე შეასრულეს.

ჰანის თქმით, საქართველომ და უკრაინამ უკვე მიიღეს პოზიტიური რეკომენდაციები ამ საკითხთან დაკავშირებით, კოსოვო კი მსგავს რეკომენდაციას, სავარაუდოდ, დღეს მიიღებს.

ამ 4 ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება უკვე ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტზეა დამოკიდებული.

ჰანის თქმით, უვიზო რეჟიმის მისაღებად საქართველოს და უკრაინის მსგავსი გზის გავლა მოუწევს თურქეთსაც.

"ჩვენ ყველას თანაბრად ვექცევით. რაც იმას ნიშნავს, რომ იმავე მეთოდოლოგიით მივუდგებით თურქეთსაც, როგორც საქართველოს, უკრაინასა და კოსოვოს მივუდექით. თურქეთისთვის შეღავათები არ იქნება, რადგან არსებობს გარკვეული სტანდარტები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს", - აღნიშნა ჰანმა.

კომენტარები