ხანძარი კანადაში

კანადაში ხანძრის გამო ქალაქის მთელი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

AP

კანადაში ტყეში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის ლიკვიდაცია ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ხანძრის გამო ქალაქ ფორტ მაკმარეიდან ქალაქის მთელი მოსახლეობის, 60 000 ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს.

ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ ქალაქიდან გასასვლელი ერთ-ერთი ძირითადი მაგისტრალი ხანძრის გამო გადაკეტილია.

ევაკუაციის პროცესში ჩართულია ავიაციაც, ხანძარს ვერტმფრენებიც აქრობენ. ცეცხლი უკვე ქალაქის გარშემო მდებარე მთელ ტყის მასივს მოედო და მის ლოკალიზებას ხელს ძლიერი ქარიც უშლის.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

კომენტარები