შემოწირულობები

აპრილში ყველაზე მეტი შემოწირულობა საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა მიიღო

ირმა ინაშვილი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის აპრილში პოლიტიკური გაერთიანებების მიერ მიღებულმა შემოწირულობებმა 604 747.5 ლარი შეადგინა. ამ თანხიდან ყველაზე მეტი - 268 500.5 ლარი საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა მიიღო, ქართულმა ოცნებამ 149 020, ხოლო ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა - გირჩმა 124 000 ლარი.

ლეონიდ ჩერნოვეცკის გაერთიანებამ ბედნიერი საქართველოსთვის შემოწირულობის სახით 46939 ლარი მიიღო, რესპუბლიკელებმა - 1131, ხოლო ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ - 900, კონსერვატორებმა 120.

შემოწირულობები მიიღეს ასევე გაერთიანებებმა საქართველოს მშვიდობისთვის, საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია. დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს აპრილში შემოწირულობა არ მიუღიათ.

კომენტარები