შვედეთი-რუსეთი

შვედეთის პრემიერი: NATO-ს გაფართოებაზე ლავროვის აზრი აბსოლუტურად უსარგებლოა

European Parliament

შვედეთის პრემიერმინისტრი სტეფან ლოფვენი შვედეთის NATO-ში შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით სერგეი ლავროვის კომენტარს პასუხობს. მისი თქმით, ლავროვის სიტყვები "აბსოლუტურად უსარგებლოა".

შვედეთის პრემიერმა აღნიშნა ისიც, რომ არავის აინტერესებს მოსკოვის მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით.

"შვედეთი თვითონ იღებს საკუთარი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებებს. ამ მხრივ, მოვითხოვთ პატივისცემას ჩვენ მიმართ ისევე, როგორც ჩვენ ვცემთ პატივს სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებს", - აღნიშნა შვედეთის პრემიერმა.

შეგახსენებთ, 28 აპრილს ლავროვმა შვედეთი გააფრთხილა, რომ რუსეთს NATO-ს გაფართოებაზე "ადეკვატური" რეაქცია ექნება.

კომენტარები