ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა

შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა 1981 წელს დაბადებული ვახტანგ ფ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.

"სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 6,4096 ჰეროინი, ბუპრენორფინის შემცველი 0,0055 გრ ნარკოტიკული საშუალება, 0,00615 გრ მეტამფეტამინი და 0,0710 გრ მეტადონი ამოიღეს",- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყებისვე ინფორმაციით, გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).

კომენტარები