რუსეთი

მოსკოვში "ახალი ამბების ნაციონალური სამსახურის" რედაქტორი მოკლეს

nsn.fm

3 მაისს მოსკოვში, სააგენტო "ახალი ამბების ნაციონალური სამსახურის" რედაქტორი, ალექსანდრ რუბცოვი მოკლეს.

35 წლის რუბცოვის გვამი საკუთარ ბინაში მისმა დედამ იპოვა, რომელიც შვილს სადღესასწაულო დღეებში ესტუმრა. მას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

როგორც თავად მოკლულის სააგენტო აღნიშნავს, სავარაუდოდ, მკვლელობა რუბცოვის ჟურნალისტურ საქმიანობას არ უკავშირდება. მათივე ინფორმაციით, ბინა გაძარცვულია და გამოძიებას უკვე ჰყავს ეჭვმიტანილი, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.

კომენტარები