გორის საკრებულო

ალასანია: ირაკლი ოქრუაშვილი ქართულ ოცნებასთან გარიგებაშია

facebook.com/alasaniairakli

გორის საკრებულოს სხდომას, რომელზეც საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო კომისიის თავმჯდომარის, თამარ თედლიაშვილის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განეხილა, თავისუფალი დემოკრატების წევრი ირაკლი ალასანია დაესწრო. თამარ თედლიაშვილი თავისუფალი დემოკრატების წევრია. აღნიშნულ ფაქტს ალასანიამ მისი პარტიის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლა უწოდა. მან საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი, ირაკლი ოქრუაშვილი და ქართულ ოცნება გარიგებაში დაადანაშაულა. იმპიჩმენტის მოთხოვნა საკრებულოს აპარატში სწორედ ოქრუაშილის პარტიის წარმომადგენლებმა შეიტანეს.

"გორის საკრებულოში იმის მაგივრად, რომ ჩვენი გორელებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები იყოს განხილული პირველ რიგში, დღეს ისევ ვუყურებთ რევანშს თავისუფალი დემოკრატების, პარტიის, თამარ თედლიაშვილის წინააღმდეგ. არის მცდელობა, რომ ის გადააყენონ საკუთარი თანამდებობიდან მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის თავისუფალი დემოკრატია, არადა, მას აქვს მაღალი კვალიფიკაცია, არის საკრებულოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი, გამორჩეული საზოგადოებრივი აქტიურობით. დარწმუნებული ვარ, რომ გორელები და საზოგადოება კარგად დაინახავს, თუ რასთან გვაქვს საქმე", - თქვა ალასანიამ.

ირაკლი ოქრუაშილი საკრებულოს სხდომაზე რამდენიმე წუთით, მას შემდეგ მივიდა, რაც ალასანიამ სხდომა დატოვა.

კომენტარები