სახელმწიფო დეპარტამენტი: მთიანი ყარაბაღის აღიარებას არ ვაპირებთ

Getty Images

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტს გამოეხმაურა. დეპარტამენტის პრესსპიკერის, მარკ ტონერის თქმით, ამერიკა მთიანი ყარაბაღის აღიარებას არ აპირებს.

"ამერიკა ისევე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, არ აპირებს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას", - აღნიშნა ტონერმა.

ამას გარდა, ტონერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა კონფლიქტის მხარეებს, მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ და კონფლიქტის დეესკალაციაზე იმუშაონ.

კომენტარები