ევროკავშირი-თურქეთი

ერდოღანი: ვიზალიბერალიზაციისთვის ანტიტერორისტულ კანონს არ შევცვლით

Reuters

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ თურქეთი უვიზო რეჟიმის მისაღებად ევროკავშირის ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნის, ანტიტერორისტული კანონმდებლობის შეცვლას არ აპირებს.

"ჩვენ ჩვენი გზით ვივლით, თქვენ კი იარეთ თქვენი გზით", - განაცხადა ერდოღანმა.

აღსანიშნავია, რომ ერდოღანის განცხადებები თურქეთის პრემიერის აჰმედ დავუთოღლუს მიერ გადადგომის დაანონსებას მოჰყვა. დავუთოღლო კი ევროკავშირთან მოლაპარაკებებში მთავარ როლს თამაშობდა. BBC-ის ანალიტიკოსის აზრით, დავუთოღლუს თანამდებობიდან წასვლა თურქეთისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესისთვის კარგი არ იქნება.

კომენტარები