თბილისის საქალაქო სასამართლო

სულხან წულაძე სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

წულაძე

თბილისის ფორუმის მომხმარებელი სულხან წულაძე, მეტსახელად "სპლიყვი" სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოს გაათავისუფლეს. პროკურორი არ შეწინააღმდეგებია ადვოკატების შუამდგომლობას ბრალდებული 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინათ. ბრალდებულის ძმის თქმით, ადვოკატებმა სასამართლოზე ექსპერტიზის დასკვნა მოიშველიეს, რომლის მიხედვითაც სულხან წულაძის სატელეფონო და კომპიუტერული ჩანაწერებში არ აღმოჩნდა დანაშაულის ნიშნები. 

წულაძე აშშ-ს ელჩზე, იან კელიზე თავდასხმის ორგანიზებისთვის დააკავეს - წულაძემ თბილისის ფორუმზე, მისი თქმით, ხუმრობის მიზნით, ახალი თემა გახსნა სადაც თავდასხმის დეტალებზე წერდა. ბრალდებულის თქმით, მან იხუმრა.  წულაძეს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 326-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე ან დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.

კომენტარები