ხანძარი 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე

ყოფილი 31-ე საავიაციო ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე საბურავებს ცეცხლი გაუჩნდა

timer.ge

თბილისში, ყოფილი 31-ე საავიაციო ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, დევნილების საცხოვრებელ სახლთან, საბურავებს ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში უთხრეს, ძლიერი კვამლის გამო რამდენიმე ადამიანი პროფილაქტიკის მიზნით სტაციონარში გადაიყვანეს. უწყების ცნობით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. 

 

კომენტარები