ავტომანქანის აფეთქება ერაყში

ერაყში ავტომანქანის აფეთქების შედეგად, 16 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი დაშავდა

aoav.org.uk

ერაყში, ბაღდათიდან 40 კილომეტრში, ქალაქ ბაქუბაში ავტომანქანის აფეთქებას, სულ მცირე 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების სამიზნე შიიტი მუსლიმები იყვნენ. 

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები