პრემია-დანამატები

ცესკო-ს სპიკერი პრემიებსა და დანამატებზე: არანორმირებულად ვმუშაობდით

ცესკო

სამართლიანი არჩევნების განცხადებას, რომ ცესკო-ში პრემიები და დანამატები განუსაზღვრელი ოდენობებითა და პერიოდულობით გაიცემა, კომისიის სპიკერი ანა მიქელაძე პასუხობს. მისი თქმით, ამის მიზეზი გადატვირთული სამუშაო გრაფიკია.

"2011-2015 წლებში საარჩევნო ადმინისტრაციამ ორგანიზება გაუწია 11 არჩევნებს. ჩვენ, ფაქტობრივად, მუდმივად ვიყავით საარჩევნო რეჟიმში, რაც იმას ნიშნავს, რომ ვახორციელებდით საპასუხისმგებლო და არანორმირებულ სამუშაოს, მათ შორის, უქმე დღეებშიც. ყველაფერი არის კანონთა სრულ შესაბამისობაში, რაც მთავარია, აღიარებულია აღნიშნული, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხელფასების, მათ შორის, თანამდებობრივი სარგოს გაცემა ხდება საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით", - ამბობს ცესკო-ს სპიკერი.

კომენტარები