აშშ-იაპონია

ობამა აშშ-ის პირველი პრეზიდენტი იქნება, ვინც ჰიროშიმას ეწვევა

Getty Images

ბარაკ ობამა ჰიროშიმაში ჩასვლას გეგმავს. ის იქნება ამერიკის პირველი მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც ჰიროშიმაში ჩავა. ჰიროშიმას შემდეგ ობამა ვიეტნამსაც ეწვევა.

ცნობისთვის, 1945 წლის 6 აგვისტოს ამერიკამ ჰიროშიმასა და მეორე იაპონურ ქალაქ ნაგასაკიზე ბირთვული თავდასხმა მოახდინა. ატომურმა ბომბმა მაშინ, 140 000 ადამიანი იმსხვერპლა. სწორედ ამ ატომურ დაბომბვას უკავშირდება მეორე მსოფლიო ომის დამთავრება.

აღსანიშნავია, რომ 1945 წლის შემდეგ ჰიროშიმას ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერიც ეწვია, თუმცა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის ვადა ამოეწურა.

კომენტარები