თამაზ მეჭიაური

მეჭიაური ხიდაშელზე: არ შეიძლება, ქალმა თოფი დაიჭიროს ან გადაწყვეტილება მიიღოს

0 კომენტარი
თამაზ მეჭიაური ფოტო: ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ურჩია, რესპუბლიკელი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი თანამდებობიდან გადააყენოს. მისი მოსაზრებით, არ შეიძლება, "ქალბატონს თოფი დააჭერინო ან გადაწყვეტილების უფლება მისცე".

"პრემიერმინისტრს ვურჩიე, რომ თავდაცვის მინისტრი გადააყენოს, რადგან არაადეკვატურია და შეიძლება, შარში გაგვხვიოს. ელემენტარულად, თავდაცვის მინისტრს კომპიუტერულ თამაშებში მაინც უნდა ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული, რომელიმე ომში. ქალბატონს არ შეიძლება, თოფი დააჭერინო ან გადაწყვეტილების უფლება მისცე. სათამაშო არ არის ეს ქვეყანა, ხან ტანკი შემოიყვანოს, ხან გაიყვანოს. ასე არ ხდება, რომ დაატარებს რაღაცებს აქეთ-იქით. ქართული ოცნებაა, მაგრამ, ფაქტობრივად, მართავენ რესპუბლიკელები, მაგრამ არ გამოვა", - თქვა მეჭიაურმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საარჩევნო და პოლიტიკური კლიპები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში

კომენტარები