ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ევროსაბჭოს თანამომხსენებლები: აუცილებელია, საკონსტიტუციო დამოუკიდებელი იყოს

assembly.coe.int

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) განცხადებაში, რომელიც ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა ბორის სილევიჩმა და კერსტინ ლუნდგრენმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ გამოაქვეყნეს, თანამომხსენებლები პოლიტიკურ ძალებსა და არჩევნების პროცესთან დაკავშირებულ სტრუქტურებს მოუწოდებენ, უარი თქვან ისეთ ქმედებებსა და განცხადებებზე, რომლებიც უარყოფითად იმოქმედებს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებასა და მოსახლეობის ნდობაზე.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მაჟორიტარული სისტემის შესახებ დაგეგმილი ცვლილებების ამოქმედების ვადებზე პოლიტიკური ძალები ამ დრომდე ვერ თანხმდებიან. კომიტეტის წევრები კი, პოლიტიკურ ძალებს კომპრომისისკენ მოუწოდებენ, რომ მსგავსი პრობლემა 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდში აღარ შეიქმნას.

ამას გარდა, განცხადებაში საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზეც. კომიტეტის წევრები მიესალმებიან იმ ინიციატივას, რომ მეორე მოსმენამდე ეს კანონპროექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნოს. ისინი აღნიშნავენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სტრუქტურა, ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი როლს თამაშობს და აუცილებელია მისთვის ამ სტატუსის შენარჩუნების უზრუნველყოფა.

ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრები წინა საარჩევნო პერიოდში საქართველოს კიდევ ერთხელ ეწვევიან.

კომენტარები