ბაღდადში მომხდარ აფეთქებას მინიმუმ 64 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარი აფეთქების შედეგად მინიმუმ 64 ადამიანი დაიღუპა, 87 კი დაშავდა. დაშავებულთა დიდი ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია.

ბაღდადის ცენტრალურ ბაზართან დანაღმული მანქანა „პიკის საათის" დროს აფეთქდა, აღნიშნულ ტერიტორიაზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. დაზიანებულია შენობები და მანქანები.

ერთ-ერთმა თვითმხილველმა Associated Press-ს განუცხადა, რომ პიკაპის ტიპის დანაღმული ავტომობილი ხილ-ბოსტნეულით იყო დატვირთული. მისივე თქმით, ავტომობილის მძღოლმა მანქანა სადგომზე დაყენებისთანავე დატოვა და ხალხის მასას შეერია.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. მათ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სუნიტური დაჯგუფების სამიზნე შიიტი სამხედროები იყვნენ.

 

კომენტარები