NASA

NASA-მ 1284 ახალი პლანეტა აღმოაჩინა

NASA

NASA-მ, კეპლერის მისიის ფარგლებში, მზის სისტემის მიღმა 1284 ახალი პლანეტა აღმოაჩინა. მათ შორის 100-ზე მეტი დაახლოებით დედამიწის ზომის არის.

დედამიწის ზომის პლანეტებიდან 9 „სიცოცხლის ზონაში" მდებარეობს. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ შესაძლოა, თხევადი წყლისთვის შესაბამისი პირობები არსებობდეს.

NASA-ს წარმომადგენლების თქმით, ეს აღმოჩენა ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია. ახალი პლანეტები კეპლერის მისიის ფარგლებში ნაპოვნ ეგზოპლანეტების კატალოგს დაემატება, სადაც 4302 პოტენციური პლანეტაა შესული. მეცნიერების ვარაუდით, იმის შანსი, რომ კატალოგში შესული 1284 ახალი პლანეტა, პლანეტის სტატუსისთვის საჭირო კომპონენტებს აკმაყოფილებდეს, 99%-ზე მეტია.

კომენტარები