ევროკავშირი-თურქეთი

ევროპარლამენტმა თურქეთისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების გეგმაზე მუშაობა შეაჩერა

გერმანელი ევროპარლამენტარის ბრიჯიტ ზიპელის თქმით, ევროპარლამენტმა თურქეთისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების გეგმაზე მუშაობა შეაჩერა.

ზიპელის თქმით, გეგმაზე მუშაობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, მარტინ შულცმა მიიღო და მიზეზად თურქეთის მიერ ევროკავშირის 72 კრიტერიუმის დაუკმაყოფილებლობა დაასახელა.

ცნობისთვის, გასულ კვირას თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი უვიზო რეჟიმის მისაღებად ევროკავშირის ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნის, ანტიტერორისტული კანონმდებლობის შეცვლას არ აპირებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ერდოღანის განცხადებები თურქეთის პრემიერის აჰმედ დავუთოღლუს მიერ გადადგომის დაანონსებას მოჰყვა. დავუთოღლუ კი ევროკავშირთან მოლაპარაკებებში მთავარ როლს თამაშობდა.

კომენტარები