ყალბი ფულის გასაღება

ყალბი 20-ლარიანების გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს მოქალაქე მაკა გ. დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებული საქართველოს ტერიტორიაზე სისტემატურად ასაღებდა ყალბ 20-ლარიან კუპიურებს, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 76 ერთეული 20-ლარიანი ყალბი კუპიურა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

კომენტარები