NATO-რუსეთის ურთიერთობა

ამერიკა რუმინეთში ანტისარაკეტო სისტემის გასააქტიურებლად მზად არის

EPA

ამერიკა რუმინეთში ხმელეთზე განლაგებული ანტისარაკეტო სისტემის გასააქტიურებლად მზად არის. სისტემა დიდი და კონტროვერსიული "ევროპული ფარის" ნაწილი იქნება.

ცერემონიას ამერიკისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ამერიკული მხარის თქმით, ევროპული ფარის სისტემამ NATO ახლო აღმოსავლეთიდან წამოსული მოკლე ან საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტებისგან უნდა დაიცვას.

რუსეთი ამ პროექტს მუქარად აღიქვამს, NATO-ს წარმომადგენლები კი ამას უარყოფენ.

კომენტარები