დნესტრისპირეთი

რუსეთი ე.წ. დნესტრისპირეთში სამხედრო წვრთნებს ატარებს

0 კომენტარი
ფოტო: russia-insider

მოლდოვის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, ე.წ. დნესტრისპირეთში რუსეთი სამხედრო წვრთნებს ატარებს. რეგიონში იმყოფება 500 რუსი სამხედრო და 100 სამხედრო მანქანა.

RIA Novosti-ს ინფორმაციით, წვრთნები იმის შესამოწმებლად მიმდინარეობს, თუ რამდენად შეუძლიათ ამ ჯარისკაცებს იმ შეირაღებული დაჯგუფებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და დამარცხება, რომლებიც "დნესტრისპირეთში სიტუაციის დესტაბილიზაციისა და სტრატეგიული ობიექტების აღების მცდელობით არიან დაკავებული".

პრორუსული სეპარატისტული რეგიონი დნესტრისპირეთი მოლდოვას 1990 წელს გამოეყო, რასაც 1992 წელს ომი მოჰყვა. კონფლიქტმა 1500-ზე მეტი მოქალაქე იმსხვერპლა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დნესტრისპირეთში 1300 ჯარისკაცია, რომელთაგან 350 სამშვიდობო ძალებია.

ოფიციალურმა მოლდოვამ კი, ე.წ. დნესტრისპირეთში 9 მაისს გამარჯვების დღისადმი გამართულ აღლუმში რუსი სამხედროების მონაწილეობა გააპროტესტა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია 2008 წელს მოხდა" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები