ერაყში ტერორისტებმა მადრიდის რეალის ფანკლუბის 14 წევრი მოკლეს

Twitter/Pyromaniatics

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, მადრიდის რეალის ადგილობრივი ფანკლუბის შენობაში ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წევრები AK-47 ტიპის ავტომატებით შეიჭრნენ და ფანკლუბის წევრებს ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 14 ადამიანი, 28 კი დაშავდა.

ფანკლუბის პრეზიდენტის ზიად სუბჰანის თქმით, თავდასხმის მოტივი ის იყო, რომ ტერორისტების აზრით, ფეხბურთი ანტი-მუსლიმურია.

"ე.წ. ისლამურის სახელმწიფოს წევრები, ფანკლუბის შენობაში AK-47 ტიპის ავტომატებით შემოიჭრნენ და ესროდნენ ყველას, ვინც შენობაში იმყოფებოდა. მათ ფეხბურთი არ მოსწონთ, ისინი თვლიან, რომ ფეხბურთი ანტი-მუსლიმურია. ისინი მსგავს თავდასხმებს ძალიან მარტივად ახორციელებენ. ეს საშინელი ტრაგედიაა", - განაცხადა სუბჰანმა.

ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ „ლა ლიგა" მომხდართან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

 

კომენტარები