17 მაისი

საქართველოს საპატრიარქო 17 მაისისთვის ემზადება

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

საქართველოს საპატრიარქო 17 მაისისთვის ემზადება -ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დღეს თბილისში აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა გაიმართება. 

უკვე მეორე წელია, რაც ამ ხატით 7-დღიანი მსვლელობა ხორციელდება ხოფიდან (დღევანდელი თურქეთის ტერიტორია) თბილისამდე. წირვა-ლოცვები აღევლინება ბათუმში, ხულოში, აწყურში, ბორჯომში, სურამში, ხაშურში, გორში, სვეტიცხოველში. სასურველია, რომ მრევლმა თან იქონიოს მაცხოვრის, ღვთისმშობლის და წმ. ანდრია პირველწოდებულის ხატები (ან რომელიმე მათგანი), რადგან წმ. ანდრია პირველწოდებული, იესო ქრისტეს კურთხევით, გამოაგზავნა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა საქართველოში და გამოატანა აწყურის ღვთისმშობლის სახელწოდებით ცნობილი თავისი ხატი, რომელიც ფიცარზე ღვთისმშობლის სახის მიდებით გამოისახა. ეს ხატი საუკუნეების მანძილზე დაბრძანებული იყო აწყურში და მისი სასწაულთმოქმედი ძალა და მადლი აქედან ეფინებოდა ჩვენს ქვეყანას. იგი არის მაცხოვრის მიერ ჩვენს შემწედ და მცველად მოვლენილი პირველი უდიდესი სიწმინდე და მისდამი განსაკუთრებული პატივისცემა უნდა აღდგეს ჩვენს ერში“, - ნათქვამია განცხადებაში.

2013 წლის, 17 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი სასულიერო იერარქიის ორგანიზებით, მრავალათასიანმა მიტინგმა იმ მცირერიცხოვანი აქციის მონაწილეები დაარბია, რომლებიც ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავდნენ. ამ ამბის შემდეგ მალევე, საქართველოს საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმნინდის დღედ გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილე სასულიერო პირების გასამართლებას და სათანადოდ დასჯას თავი როგორც საერო ისე საეკლესიო სასამართლომ აარიდა. 

 

კომენტარები