Facebook

ბელგიის პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, არ გამოიყენონ Facebook-ის ემოციები

8techonline.com

ბელგიის ფედერალური პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს არ გამოიყენონ Facebook-ის ახალი ემოციები: სიცილი, გაოცება, ბრაზი, სიყვარული და მოწყენა. პოლიციის შეფასებით, ახალი ემოციების გამოყენებაზე დაკვირვებით Facebook ახალი ალგორითმების მეშვეობით, მომხმარებელთა ემოციურ მდგომარეობას სწავლობს და მათ შემდგომში სპეციალურად მათთვის შერჩეულ კონტენტსა და რეკლამებს სთავაზობს. პოლიციის შეფასებით, ეს მომხმარებელთა უფლებების დარღვევაა. 

პოლიციის განცხადებაში წერია, "გარდა იმისა, რომ ღილაკი საკუთარი გრძნობების გამოხატვის საშუალებას გაძლევთ, ამავე დროს ის ეხმარება Facebook-ს განსაზღვროს თქვენს პროფილზე შემოთავაზებული რეკლამების ეფექტურობა." 

Facebook-ს ბელგიის სამართალდამცავებთან პრობლემები აქამდეც შექმნია, მაშინ საქმე საიტზე არსებულ cookie-ს ეხებოდა, რომლითაც Facebook მომხმარებელთა ქცევას აკვირდებოდა. 

Facebook-ის მიერ საკუთარ მომხმარებლებზე ინფორმაციის შეგროვება დანაშაულს არ წარმოადგენს, რადგანაც საიტის 1.6 მილიარდ მომხმარებელს თანხმობა აქვს ნათქვამი საიტის მიერ შეთავაზებულ Data Use Policy-ზე, რისი მიხედვითაც Facebook-ს შეუძლია მომხმარებლის აქტივობის შესახებ მიიღოს ინფორმაცია ან ექსპერიმენტებში ჩართოს ისინი.

კომენტარები