ავღანეთი

ავღანეთში ხაზარები მთავრობას დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ

Reuters

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მასობრივი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ქაბულის ქუჩებში ათასობით ეთნიკური ხაზარი გამოვიდა. ქალაქის ცენტრი მოსალოდნელი არეულობის გამო გადაკეტილია.

ხაზარების მთავარი მოთხოვნაა, რომ ხელისუფლებამ ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, რომელიც თურქმენეთიდან ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანას ითვალისწინებს, ავღანეთის პროვინცია ბამიანიც ჩართოს, სადაც მეტწილად, ხაზარები ცხოვრობენ.

დემონსტრანტები ხელისუფლებას დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ, ავღანეთის მთავრობა კი საპასუხოდ აცხადებს, რომ პროექტის არსებული გეგმა ეკონომიკურად უფრო მომგებიანია.

კომენტარები