ანტიდასავლური პროპაგანდა

ვასაძე: დასავლეთიდან მოსული ფაშიზმი და კომუნიზმი რუსებთან ერთად დავამარცხეთ

ლევან ვასაძე
რუსთავი 2

თბილისის საკონცერტო დარბაზში მიმდინარე კონგრესზე "ოჯახი - თავისუფლებისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ბასტიონი", ბიზნესმენმა და საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ის დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ დამსწრეებს მიმართა. ღონისძიებას კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორეც დაესწრო.

"ჩვენს რუს ხალხთან ერთად ჩვენ გავუძელით და თავიდან მოვიშორეთ და დავამარცხეთ ჯერ ფაშიზმი და შემდეგ კომუნიზმი, ორივე მოსული ჩვენთან დასავლეთიდან. დასავლეთი განაგრძობს ყოველგვარ შეუნანებლობას საქართველოში თავისი ქმედებების გამო, მისი გავლენის ნარჩენები ემყარება მის ე.წ. მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა რუსული ოკუპაციის პირობებში. ის დღე, როდესაც კრემლი ბოლოს და ბოლოს მიხვდება ამას და ითავებს შერიგებას თბილისსა და სოხუმსა და თბილისსა და ცხინვალს შორის, იქნება დღე, როდესაც დასავლეთი დაკარგავს საქართველოს საბოლოოდ. მე ამასაც ვამბობ ნამდვილი სინანულით, რადგან მჯერა, რომ საქართველოს შეუძლია, იყოს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი", - მიმართა ვასაძემ დამსწრეებს და მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურა.

კომენტარები