ალიევი და სარგსიანი ყარაბაღის საკითხზე ზავის შესრულებაზე შეთანხმდნენ

news.az

ავსტრიის დედაქალაქში აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები ილჰამ ალიევი და სერჟ სარგსიანი ერთმანეთს შეხვდნენ. მოლაპარაკებები ეუთო-ს მინსკის ჯგუფის შუამავლობით შედგა და ეს შეხვედრა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის პირველი იყო.

მოლაპარაკებებს ესწრებოდნენ აშშ-ისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ჯონ კერი, ჟან-მარკ ერო და ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

ლავროვის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ 1994-95 წლებში მიღწეული ზავის პირობების შესრულებასა და კიდევ უფრო გაძლიერებაზე.

აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები მომდევნო შეხვედრას ივნისში გეგმავენ, თუმცა, შეხვედრის ზუსტი თარიღი და ადგილი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები