ფულადი გზავნილები

ქვეყნების ათეული, საიდანაც აპრილში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

REUTERS

ეროვნული ბანკის მონაცემებით, აპრილში უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების სახით $94.8 მილიონი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 4%-ით ($3.7 მილიონით) მეტია. გზავნილების ზრდა ისრაელიდან და აშშ-დან შემოსული თანხების ზრდას უკავშირდება. ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია. 

ფულადი გზავნილების მიხედვით აპრილში უმსხვილესი დონორი ქვეყნების სია ასე გამოიყურება:

  1. რუსეთი - $33.3 მილიონი
  2. საბერძნეთი - $12.4 მილიონი
  3. აშშ - $10.4 მილიონი
  4. იტალია - $10.3 მილიონი
  5. თურქეთი - $7.6 მილიონი
  6. ისრაელი - $4.9 მილიონი
  7. ესპანეთი - $2.8 მილიონი
  8. გერმანია - $2.8 მილიონი
  9. უკრაინა - $1.9 მილიონი
  10. გაერთიანებული სამეფო - $1.5 მილიონი

რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა კლებას განაგრძობს. გასული წლის აპრილში რუსეთიდან საქართველოში $40.6 მილიონი შემოვიდა, წელს კი ფულადმა გზავნილებმა $33 მილიონი შეადგინა. შემცირების მიზეზს რუსეთში არსებული ეკონომიკური კრიზისი წარმოადგენს. რუსეთში ემიგრირებული ქართველები შემოსავლებს რუბლში იღებენ, ვალუტის მნიშვნელოვანი დევალვაციის გამო კი მათ მიერ საქართველოში გამოგზავნილი თანხის რაოდენობა დოლარში შემცირებულია.

აპრილში საქართველოდან უცხოეთში $16.3 მილიონი გაიგზავნა. 

კომენტარები