არა პანორამას

აქცია "არა პანორამის" მონაწილეებს საპატრულო პოლიციამ დაშლისკენ მოუწოდა

ტაბულა

თბილისის საკრებულოსთან აქცია „არა პანორამას“ მიმდინარეობს. პოლიციამ საკრებულოს წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა, თუმცა მათ დაშლაზე უარი განაცხადეს და საკრებულოს გვერდით გადაინაცვლეს.

ამ წუთებში, საკრებულოსთან ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართული მსვლელობის მონაწილეებიც იმყოფებიან. საპატრულო პოლიციამ გარემოს დამცველებს აქციის დაშლისკენ, მათთან დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად მოუწოდა.

კომენტარები