პენტაგონი: ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ერაყში ტერიტორიების 45% დაკარგა

unian.info

პენტაგონის პრესსპიკერის, პიტერ კუკის თქმით, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ერაყში ნავთობსაცავებზე წვდომა დაკარგა. მისივე თქმით, ტერორისტულ დაჯგუფებას ფინანსური დახმარების მიღების თითქმის ყველა წყარო ჩაკეტილი აქვს.

თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ამერიკის შექმნილი კოალიციის მიერ ავიათავდასხმებისა და ერაყის სამხედრო ძალების ქმედებების შედეგად, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ერაყში დაპყრობილი ტერიტორიების 45% დაკარგა. სირიაში კი, ტერორისტების დანაკარგმა დაპყრობილი ტერიტორიების 16-20% შეადგინა.

უკანასკნელ თვეებში ავიაიერიშების შედეგად, ISIS-მა ასობით მილიონი დოლარი და ნავთობის შემოსავლის 50%-ზე მეტი დაკარგა.

 

კომენტარები