ფოთის პოლიცია

ფოთის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

Police.ge

ფოთის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მიზეზი შესაძლო სამსახურებრივი გადაცდომაა, რომელსაც შსს-ს გენერალური ინსპექცია სწავლობს.

"აღნიშნული პიროვნება დღეიდან აღარ იკავებს თავის თანამდებობას, იგი გადაყვანილია შსს-ს კადრების განკარგულებაში და დარჩება იქ, ვიდრე შსს-ს გენერალური ინსპექცია არ დაასრულებს სამსახურებრივი გადაცდომის შემოწმებას და არ დადებს შესაბამის დასკვნას", - აცხადებენ შსს-ში.

ზურაბ ალანია ფოთის პოლიციის უფროსის პოსტს 2012 წლის ნოემბრიდან იკავებდა.

კომენტარები