ხანძარი

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მეუფის რეზიდენციაში ხანძარი გაჩნდა

რუსთავი 2

ზუგდიდის რაიონის, სოფელ კორცხელში ივერიის ღვთისმშობლის სახელობის დედათა სამონასტრო კომპლექსში, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მეუფის რეზიდენციაში ხანძარი გაჩნდა. მეხანძრეები ცეცხლს სამი საათის გამავლობაში აქრობდნენ. რუსთავი 2-ის ცნობით, დამწვარია შენობის სხვენი.

ხანძრის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, ერთ-ერთ ვერსიად ელექტროსადენები სახელდება.

რეზიდენციიდან ხატების და ნივთების გამოტანა დროულად მოხერხდა. ცეცხლი არ გადასდებია მიმდებარე შენობებს. ზარალის ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები