საარჩევნო სისტემა

მენაბდე: მოქმედ საარჩევნო სისტემას საკონსტიტუციო სასამართლოში ვასაჩივრებთ

ვახუშტი მენაბდე
ტაბულა

რამდენიმე იურისტმა მოქმედი საარჩევნო სისტემის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი დაარეგისტრირა. კერძოდ, ვახუშტი მენაბდის განმარტებით, სარჩელში დაფიქსირებულია ორი მოთხოვნა.

"1. ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების არაკონსტიტუციურად ცნობა, რადგან ამომრჩევლის ხმების თითქმის ნახევარი იკარგება. 2. არაკონსტიტუციურია მაჟორიტარული და პროპორციული შედეგების მექანიკური დაჯამება, რადგან პარტიებს იმაზე მეტი მანდატის მიღების შესაძლებლობას აძლევს, ვიდრე მათი ელექტორალური მხარდაჭერაა", - ამბობს მენაბდე.

კომენტარები