მიხეილ გიორგაძე

პრემიერმინისტრს კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძის გადაყენებას სთხოვენ

facebook.com/parliamentgeo

საყდრისის გადარჩენის კომიტეტი პრემიერმინისტრს კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძის გადაყენებას სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომიტეტის წევრები პერმანენტულ აქციებს გამართავენ.

"გიორგაძეს ვთხოვთ პასუხს ძალიან ბევრ კითხვაზე. კერძოდ, საუბარია კორუფციულ გარიგებებზე. მან დააზიანა ქვეყნის იმიჯი თუნდაც საყდრისის აფეთქებით. მივმართავთ პრემიერმინისტრს, დაუყოვნებლივ გადააყენოს ბატონი გიორგაძე, წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად დავიწყებთ კონსულტაციებს უკვე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დავიწყებთ პერმანენტულ აქციებს", -ამბობს საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრი ირაკლი მამალაძე რუსთავი 2-თან საუბარში.

კომენტარები