მიხეილ გიორგაძე

გიორგაძე: ვიღაც ვიღაცის გადადგომას ითხოვს - ეს მისი ან მათი სრული უფლებაა

facebook.com/culturegovge

კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მისი გადაყენების მოთხოვნას ეხმაურება. "ვიღაც ვიღაცის გადადგომას ითხოვს - ეს მისი ან მათი სრული უფლებაა. ფაქტია ის, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც კულტურის სამინისტროში მიიღეს, არის არგუმენტირებული. ჩვენ არასდროს მოგვრიდებია არსად ამ საკითხზე საუბარი", - ამბობს გიორგაძე.

ცნობისთვის, საყდრისის გადარჩენის კომიტეტი პრემიერმინისტრს კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძის გადაყენებას სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომიტეტის წევრები პერმანენტულ აქციებს გამართავენ.

კომენტარები