IDFI-ის კვლევა

IDFI: სავალდებულო ინფორმაციას ყველაზე ნაკლებად მთავრობა აქვეყნებს

სახელმწიფო კანცელარია
მთავრობის ადმინისტრაცია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მონიტორინგით გაირკვა, რომ სავალდებულო ინფორმაციის პროაქტიულად განთავსების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას აქვს. საკვლევი პერიოდი მოიცავდა 2015 წელსა და 2016 წლის პირველ კვარტალს. 

"2016 წლის მაისის მდგომარეობით, ოთხმა სამინისტრომ გამოაქვეყნა სავალდებულო ინფორმაციის 100%. ესენია: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

ინფორმაციის პროაქტიული განთავსების მაღალი მაჩვენებლები ასევე აჩვენეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ - 98%, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ - 93%, იუსტიციის სამინისტრომ - 92% და ფინანსთა სამინისტრომ - 89%.

ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას - 47%, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს - 50%, საგარეო საქმეთა სამინისტროს - 52% და სოფლის მეურნეობის სამინისტროს - 52%", - აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში.

კომენტარები