22 მაისის შუალედური არჩევნები

თავდემები: ქართულმა ოცნებამ მოსახლეობასთან ჩვენი შეხვედრის ჩაშლა სცადა

0 კომენტარი
ფოტო: თავისუფალი დემოკრატები

თავისუფალი დემოკრატები ქართულ ოცნებას წყალტუბოში მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებენ. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წუთის წინ ქართულმა ოცნებამ განცხადება გაავრცელა და შეხვედრის ჩაშლაში პირიქით თავისუფალი დემოკრატები დაადანაშაულა.

თავისუფალი დემოკრატების განმარტებით, სოფელ ჩუნეში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვედრა პარტიამ 5 დღით ადრე დააანონსა.

"ჩვენ რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ აღნიშნული შეხვედრის დრო და ადგილი, მაგრამ რატომღაც აღმოჩნდა, რომ ქართულმა ოცნებამაც აქ გადაწყვიტა შეხვედრის ჩატარება. ჩვენ შევხვდით მოსახლეობას და სამომავლო გეგმები გავაცანით. ჩვენ არ ვყოფთ მოსახლეობას ჩვენ და სხვის ამომრჩევლებად, ჩემთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი მოქალაქის აზრი და ამიტომ, არ ვთვლი, რომ დღეს რაიმე პრობლემატური მოხდა", - თქვა 22 მაისის შუალედური არჩევნების მაჟორიტარობის კანდიდატმა სოფელ წყალტუბოში ივანე როყვამ.

თავისუფალი დემოკრატების კანდიდატ ივანე როყვასთან ერთად მოსახლეობასთან შესახვედრად პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია იმყოფებოდა.

22 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოების შუალედური არჩევნები 9 ოლქში გაიმართება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები