17 მაისი

17 მაისს დაკავებული ლგბტ აქტივისტების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 მაისს დაკავებული ლგბტ აქტივისტების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

7 დაკავებულიდან 2-ის პროცესი 10 ივნისამდე გადაიდო. ადვოკატებმა საპატრიარქოსთან არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღება მოითხოვეს. მათი თქმით, ჩანაწერებში ჩანს, რომ სამართალდამცავებმა დაკავებისას ძალას გადაამეტეს. შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა და საპატრიარქოს შესაბამისად, ორი პირის პროცესი გადაიდო.

ცნობისთვის, 7 ლგბტ აქტივისტი პოლიციამ 17 მაისს, ადმინისტრაციული წესით დააკავა. სამართალდამცველები მათ ქალაქის იერსახის დამახინჯებასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. ლგბტ აქტივისტებმა საპატრიარქოს კედელსა და რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის დღესთან დაკავშირებით, სტენსილები გააკეთეს.

პროცესის პარალელურად, 17 მაისს დაკავებულების მხარდამჭერები სასამართლოს შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავენ.

კომენტარები