ავიაკატასტროფა

ხმელთაშუა ზღვაში А320-ის ნაწილები და მგზავრების პირადი ნივთები აღმოაჩინეს

Reuters

ეგვიპტის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენელის თქმით, ხმელთაშუა ზღვაში ავიაკომპანია EgyptAir-ის თვითმფრინავის, А320-ის ნაწილები და მგზავრების პირადი ნივთები აღმოაჩინეს.

ეგვიპტური მხარის ცნობით, თვითმფრინავის ნაწილებს ეგვიპტის სანაპიროებიდან 290 კილომეტრში, ქალაქ ალექსანდრიიდან ჩრდილოეთით მიაგნეს.

საბერძნეთის სანაპიროებთან Airbus A320-ის ნაწილების პოვნის შესახებ ინფორმაცია გუშინაც გავრცელდა, თუმცა BBC-ის ცნობით, ჯერჯერობით არ დასტურდება, რომ ეს ნაწილი ნამდვილად გუშინ დაკარგული თვითმფრინავისაა.

სამძებრო სამუშაოებში ეგვიპტის, საფრანგეთის, საბერძნეთის, დიდი ბრიტანეთის, კვიპროსის, იტალიისა და აშშ-ის ხომალდები მონაწილეობენ.

გუშინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, თვითმფრინავის გაუჩინარება ავიაკატასტროფად შეაფასა.

ეგვიპტის ავიაციის მინისტრის თქმით კი, EgyptAir-ის თვითმფრინავის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით ტერაქტის ვერსია უფრო ძლიერია, ვიდრე ტექნიკური წუნის არსებობის შესაძლებლობა, თუმცა, მისივე თქმით, ავიაკატასტროფის ზუსტი მიზეზების დასადგენად, პირველ რიგში, თვითმფრინავის ნაწილების პოვნა და შესწავლაა აუცილებელი.

თვითმფრინავში 66 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის, 56 მგზავრი, ეკიპაჟის 7 წევრი და დაცვის 3 თანამშრომელი.

კომენტარები