მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან

რუსეთი ე.წ. საზღვართან მკვლელობაზე: ქართული მხარე პოლიტიკურ სპეკულაციებს ეწევა

ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან რუსი ე.წ. მესაზღვრის მიერ ქართველი მამაკაცის მოკვლის ფაქტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. მათი განცხადებით, "ეს ფაქტი საქართველოს საგარეო უწყებამ "რუსული ოკუპაციის" პროპაგანდისტული თემის წამოსაწევად გამოიყენა". რუსული მხარის მტკიცებით, "თბილისში კარგად იციან, რომ ამ სამწუხარო შემთხვევასთან არც რუს მესაზღვრეებს და არც რუსეთის რაიმე ორგანოს წარმომადგენლებს კავშირი არ ჰქონიათ".

"ქართულ მხარეს ვურჩევთ, რომ ადამიანის ტრაგიკული სიკვდილის ირგვლივ პოლიტიკური სპეკულაციების ნაცვლად, გადაერთონ საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე, გალის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ან შესაძლო ინციდენტების თავიდან არიდებისა და მასზე რეაგირების საერთო მექანიზმის ამოცანებზე, რაზეც შესაბამისი პრინციპული შეთანხმება - აფხაზური მხარის კეთილი ნებისა და კონსტრუქციულობის დამსახურებით იქნა მიღწეული მარტში, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში. ანტირუსული თავდასხმები და ახლო წარსულში საერთაშორისო არენაზე თბილისის მხრიდან აფხაზეთის რესპუბლიკის ინტერესების წინააღმდეგ მტრული ქმედებები კი, აშკარად ხელს უშლის ამ მნიშვნელოვან საქმეს", - წერია უწყების განცხადებაში.

 

კომენტარები