საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

"ზიტას და გიტას" მსახიობმა საპატრიარქოში იცეკვა - მას ჯილდოც გადასცეს

ჰემა მალინი

ინდური ფილმის "ზიტა და გიტას" მსახიობს, ჰემა მალინის საპატრიარქოში ჯილდო გადაეცა, სადაც მსახიობი საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივით იმყოფებოდა. 

როგორც კულტურის პალატის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, "ცნობილ ინდოელ მსახიობს ქველმოქმედებისთვის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა საპატიო ჯილდო გადასცა, კერძოდ, გულის ფორმის მინანქარი, გულსაკიდი. საქართველოს პატრიარქმა მას ღირსეული ჯილდო უწოდა. ჰემა მალინიმ განაცხადა, რომ ეს ჯილდო მისთვის განსაკუთრებულია და დღევანდელ შეხვედრას გაახსენებს... პატრიარქის თხოვნით ჰემა მალინიმ ინდური ცეკვა შეასრულა და თან თითოეული ცეკვის ილეთის მნიშვნელობა განმარტა", - ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადებას თან ერთვის ილია მეორისა და მალინის ციტატები:

"მე ორჯერ ნამყოფი ვარ ინდოეთში. შევხვდი ინდირა განდის და ვიყავით შტატ კერალაში, სადაც არის მართლმადიდებელი ეკლესია. თქვენ ძალიან ცნობილი ბრძანდებით მთელ მსოფლიოში და ძალიან მოხარული ვართ, რომ საქართველოში ჩამობრძანდით", - მიმართა ინდოელ მსახიობს ილია მეორემ. 

"მოხარული ვარ საქართველოში ვიზიტით და მსურს, კიდევ ერთხელ ვიხილო პატრიარქი ინდოეთში. მე პოლიტიკაშიც ვარ ჩართული და ინდოეთის მთავარი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე ვარ. პოლიტიკა არის ზუსტი პლატფორმა იმისთვის, რომ გაიგო, რა სურს ხალხს. მე მზად ვარ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, თუ იქნება ჩემი თანადგომა საჭირო ჩავერთო საქველმომქედო ღონისძიებებში და კულტურის პალატასთან თანამშრომლობით, სევიტანო წვლილი ქართველი ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად", - თქვა ჰემა მალინიმ.

კომენტარები