Just Taxi

იუსტიციის სამინისტრო Just Taxi-სთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხობს

თეა წულუკიანი Just Taxi-ს პრეზენტაციაზე
facebook.com/MinistryofJusticeofGeorgia

19 მაისს იუსტიციის სამინისტრომ თბილისის იუსტიციის სახლის ახალი სერვისის Just Taxi-ს პრეზენტაცია გამართა. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ იუსტიციის სახლს ყოველდღიურად 6-8 ათასი ადამიანი სტუმრობს, ისინი კი კომფორტულ მგზავრობას ითხოვდნენ, რის გამოც სამინისტროში ახალი სერვისის შექმნის ინიციატივა გაჩნდა. 

"ეს ნიშნავს შემდეგ რამეს, როდესაც თქვენ შემოხვალთ თბილისის იუსტიციის სახლში არამხოლოდ იმას გკითხავენ რა სერვისი გსურთ, ტრანსპორტის, მიწის თუ სხვა ქონების რეგისტრაცია ასევე გკითხავენ ხომ არ გსურთ სერვისის მიღების შემდეგ ტაქსით სარგებლობა. ასეთ შემთხვევაში იუსტიციის სახლიდან გამოსულს დაგხვდებათ ტაქსი, რომელიც კომფორტულ პირობებში მიგაბრძანებთ სამსახურში ან სახლში. ეს არ ნიშნავს, რომ იუსტიციის სახლიდან გამოსულებს სხვა ტაქსების გამოყენება ეზღუდებათ, მაგრამ Just Taxi იქნება ექსკლუზიურად კომფორტული და მიბმული სერვისი იუსტიციის სახლის სხვა სერვისებთან." - ამბობს თეა წულუკიანი.

იუსტიციის სამინისტრო Just Taxi-სთან დაკავშირებით არსებულ ყველაზე გავრცელებულ კითხვებთან დაკავშირებით წერილობით პასუხებს ავრცელებს.

  1. ეს მანქანები სახელმწიფოს არ შეუძენია, მანქანები ეკუთვნის კერძო კომპანიას, ისევე როგორც დასაქმებული მძღოლები არიან ამავე კომპანიის თანამშრომლები.
  2. სსიპ იუსტიციის სახლმა გამოაცხადა აუქციონი, სადაც ნებისმიერ კერძო კომპანიას შეეძლო მონაწილეობის მიღება, გაიმარჯვა იმან, ვინც ყველზე კარგი პირობები წარმოადგინა.
  3. ტაქსის მძღოლებისთვის არავის აუკრძალავს იუსტიციის სახლიდან მგზავრის წაყვანა.
  4. მოქალაქე თავად გადაწყვეტს რომელი ტაქსით სურს მგზავრობა.

"იუსტიციის სახლს აქვს ხარისხის კონტროლის მექანიზმი დიდი ხანია. აუქციონი გამოცხადდა კომპანიის გამოსავლენად, რომელიც ამ პირობებით და ასეთი კარგ მომსახურებას შესთავაზებდა მომხმარებელს." - წერია სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

კომპანია "სენა მოტორსი" რომელმაც იუსტიციის სამინისტროს აუქციონში გაიმარჯვა საქართველოში ჰონდას ოფიციალური დილერია. Just Taxi-ის სწორედ ჰონდას მარკის ავტომობილები მოემსახურებიან. თავად "სენა მოტორსის" 100%-იან წილს კი ფლობს კომპანია შპს "გაა ჰოლდინგი," რომლის დირექტორიც გია ალიხანაშვილია.

 

კომენტარები