მკვლელობა ხურჩაში

ირაკლი კიკნაველიძე: ეს არის ჩვენი ჩუმი ბრაზის პროტესტი

დღეს, პლატფორმა "დაიცავი თავისუფლება"-ს მიერ ორგანიზებულ აქციაზე, მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილმა მოქალაქეებმა, 19 მაისს, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსი მოსაზღვრეების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას ხსოვნას პატივი მიაგეს და მთავრობის პოლიტიკა გააპროტესტეს. აქციის სლოგანი იყო "ჩვენ არ მოვითმენთ მეტს!" - პროტესტის მონაწილეებს ტელეკომპანია ტაბულას ავტორმა და წამყვანმა, ირაკლი კიკნაველიძემ მიმართა.

კომენტარები