შუალედური არჩევნები

ცესკო - შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები

ცესკო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 22 მაისის საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.

წინასწარი შედეგებით, გლდანში, ქართული ოცნების კანდიდატმა ბორია ფირცხელიანმა ხმების 80.69% მიიღო; თავისუფალი საქართველოს კანდიდატმა ნინო ჯურხაძემ -13.84%; სახალხო ხელისუფლების კანდიდატმა, ზურაბ კვანტალიანმა - 5.48%.

გარდაბანი - #21.08 მაჟორიტარული ოლქი - თავისუფალი საქართველო, დავით ხვისტანი - 0.51%; სახალხო ხელისუფლება - ტოფიკ ახმედოვი - 20.32%; "ქართული ოცნება", ფახრადინ შარიფოვი- 67.89%; დამოუკიდებელი კანდიდატი ჯემალ მურადხანოვი - 11.27%. #21.18 მაჟორიტარული ოლქი - თავისუფალი საქართველო, ჯამილა გასანოვა - 1.5%; ქართული ოცნება, ვუგარ მამედოვი - 98.5%;

კასპში - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ციცინო აბუაშვილი -26.98%; სახალხო ხელისუფლება, სოლომონ ტატანაშვილი - 7.54%; ქართული ოცნება, ალექსანდრე მერებაშვილი- 65.48%; 

წყალტუბოში - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ბუხუტი ფირცხალავა - 30.89%; ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები - ივანე როყვა -4.8%; ქართული ოცნება, მურადი ზაქარიაძე - 64.31%; 2014 წელს ენმ-ის კანდიდატმა ამ ოლქში 32% აიღო, ხოლო ქართულმა ოცნებამ - 44%. 

ოზურგეთში - #60.05 მაჟორიტარულ ოლქში (ნასაკირალი) - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ბესიკ ქათამაძე - 59.6%; ქართული ოცნება - ნონა ტუნაძე - 40.4%. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, იმავე ოლქში ნაციონალურმა მოძრაობამ ხმათა მხოლოდ 10% მოაგროვა. რაც შეეხება ოზურგეთის #60.01.04 მაჟორიტარულ ოლქს, ქართული ოცნების კანდიდატს ვასილ ჩიგოგიძეს - 64.56% აქვს; ხოლო დამოუკიდებელ კანდიდატ გრიგოლ კალანდარიშვილს - 35.44%.

ხობი - ქართული ოცნება, კობა კაკულია - 100%; სხვა პოლიტიკურ ძალას თავისი კანდიდატი არ დაუყენებია.

ზუგდიდი - თავისუფალი საქართველო, თეონა ქარდავა -1.28%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვარადებული ლაშხია - 49.76%; ქართული ოცნება - ამირან ლაგვილავა 48.96%. ამ ოლქში, 2014 წელს, ქართულმა ოცნებამ ხმათა 58% მიიღო, ნაციონალურმა მოძრაობას კი 38%-მა დაუჭირა მხარი.

კომენტარები