ნარკოპოლიტიკა

ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის დაკავებულს 6-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა 1964 წელს დაბადებული გია გ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 11 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ამოიღეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით), რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 12 წლამდე.

კომენტარები