აშშ-ვიეტნამი

ობამა ვიეტნამს იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს მოუხსნის

ბარაკ ობამა
AP

ვიეტნამში ვიზიტისას ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ აშშ ვიეტნამისთვის იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებაზე დაწესებულ ემბარგოს სრულად გააუქმებს.

ობამას თქმით, აშშ სრულად მოხსნის ვიეტნამისთვის ლეტალური იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვაზე დაწესებულ ემბარგოს, რომელიც დაახლოებით 50 წლის განმავლობაში მოქმედებდა. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ნდობისა და თანამშრომლობის დონე გაიზარდა.

ვიეტნამის პრეზიდენტის თქმით, ვიეტნამი აფასებს აშშ-ის გადაწყვეტილებას ემბარგოს გაუქმების შესახებ. მისი თქმით, ეს იმის მტკიცებულებაა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება მოხდა.

ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის, ობამას ვიზიტი ვიეტნამში ომის დასრულებიდან 41 წლის შემდეგ შედგა. ვიეტნამიდან ბარაკ ობამა იაპონიაში გაემგზავრება და ის იქნება ამერიკის პირველი მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც ჰიროშიმაში ჩავა.

კომენტარები