არჩევნები

საარჩევნო უბანთან ძალადობა ან ძალადობის მუქარა სს კოდექსით დაისჯება

თეა წულუკიანი
ტაბულა

საარჩევნო უბანთან ძალადობა ან ძალადობის მუქარა სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება. განცხადება ამის შესახებ თეა წულუკიანმა გააკეთა. 

"სისხლის სამართლის კოდექსში დაემატოს ახალი მუხლი, რომელიც სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადს გახდის ძალადობას ან ძალადობის მუქარას საარჩევნო უბანზე, წინასაარჩევნო კამპანიის ან აგიტაციის ადგილას, ან თუნდაც მათ მიმდებარე ტერიტორიებზე. თუკი საქმე გვაქვს ჯგუფურად ჩადენილ ქმედებასთან, აქ, ჩვენი შეთავაზებით, შესაძლოა, სანქცია 4 წლამდე პატიმრობაზეც გავიდეს. ხოლო შედარებით მსუბუქ შემთხვევებში, სადაც პირს არ მიუღია ფიზიკური დაზიანება, ვფიქრობთ, რომ სასჯელი, რომელსაც ექნებოდა გადამარწმუნებელი ეფექტი, შეიძლება, იყოს ჯარიმა და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა", - თქვა წულუკიანმა.

ცვლილების პროექტს საქართველოს მთავრობა 27 მაისის სხდომაზე განიხილავს.

კომენტარები