ავსტრია

ავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ვან დერ ბელენმა გაიმარჯვა

Reuters

ავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალექსანდრ ვან დერ ბელენმა გაიმარჯვა. მან ხმების 50.3 % მოიპოვა. ვან დერ ბელენმა, "თავისუფლების პარტიიის" წარმომადგენელი, ულტრამემარჯვენე ნორბერტ ჰოფერი დაამარცხა, რომელმაც ხმების 49.7 % აიღო და მხოლოდ 31 000 ხმით ჩამორჩა გამარჯვებულს.

როგორც ცნობილია, ვან დერ ბელენი ევროინტეგრაციის მომხრეა. 72 წლის ვან დერ ბელენი, რომელიც არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მონაწილეობდა, წლების განმავლობაში ავსტრიის „მწვანეთა პარტიის" ლიდერი იყო, ამის გამო მას სხვა ევროპული მწვანეთა პარტიის წარმომადგენლები, პირველ „მწვანე" პრეზიდენტად მოიხსენიებენ. მისი მეტოქე ჰოფერი კი, ანტიევროკავშირული განწყობებითა და მიგრანტებისადმი შიშით გამოირჩეოდა.

კომენტარები