EgyptAir

ეგვიპტელი კრიმინალისტები: Airbus A320-ის ბორტზე, სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა

Reuters

Reuters-ის ცნობით, ეგვიპტელი ექსპერტ-კრიმინალისტები ადამიანის სხეულის ნაპოვნ ნაწილებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ავიაკომპანია EgyptAir-ის თვითმფრინავ Airbus A320-ის ბორტზე, სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა. თუმცა ასაფეთქებელი ნივთიერებები ჯერ ნაპოვნი არ არის.

ფრანგი კრიმინალისტები კი, ეგვიპტელი კრიმინალისტების მტკიცებულებებს საკმარისად არ მიიჩნევენ.

ავიაკომპანია EgyptAir-ის თვითმფრინავი Airbus A320, რომელიც ფრენას პარიზიდან კაიროს მიმართულებით ახორციელებდა, რადარებიდან 19 მაისს გაუჩინარდა. თვითმფრინავში 66 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის, 56 მგზავრი, ეკიპაჟის 7 წევრი და დაცვის 3 თანამშრომელი.

კომენტარები